ზურაბ უტიაშვილი: გურჯაანის მუნიციპალიტეტის ბაღებში სწავლა საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებით განახლდება

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი, ზურაბ უტიაშვილი საბავშვო დაწესებულებებში გარკვეული შეზღუდვების შესახებ სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლა 24 იანვრიდან საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციებით განახლდება.

გურჯაანის მერმა არ დაადასტურა სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ სააღმზრდელო პროცესში მონაწილეობას მხოლოდ ის აღსაზრდელი შეძლებდა, რომელთა ოჯახის წევრებიც ორჯერადად არიან ვაქცინირებულები.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები