ზაზა მარიდაშვილი: თუ ნატო-მ შეძლო და უკრაინის მიმართ რუსეთის გეგმები შეაჩერა, ეს აუცილებლად გააძლიერებს რუსეთში საპასუხო რეაქციის სურვილს

“თუ ნატო-მ შეძლო და უკრაინის მიმართ რუსეთის გეგმები შეაჩერა, რუსეთის შინაგანი ბუნებიდან გამომდინარე, ეს აუცილებლად გააძლიერებს რუსეთში საპასუხო რეაქციის სურვილს, რისი პრაქტიკული გამოვლინებაც უდიდესი შანსია, რომ მოხდეს კავკასიის და კონკრეტულად საქართველოს მიმართ”, – იურისტი, ზაზა მარიდაშვილი სოციალურ ქსელში მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.
როგორც მარიდაშვილი აღნიშნავს, მსოფლიოში მიმდინარე გლობალურ პროცესებს რამდენიმე სახის განვითარება შეიძლება, მოჰყვეს.
„აუცილებლად გასათვალისწინებელია ორი ფაქტორი: პირველი ის, რომ ნატო-ს ნებისმიერი სახით უკან დახევა და პოზიციების დათმობა ავტომატურად გამოიწვევს ნატო-ში შემავალი ევროპული ქვეყნებსა და აშშ-ს შორის განხეთქილებას და, შესაბამისად, ნატო-ს საგრძნობ დასუსტებას;
მეორე კი რუსეთის ფაქტორია, რომელიც, ერთი მხრივ, ისტორიულად ჩამოყალიბებულ იმპერიალისტურ და ნაციონალისტურ (ჯინგოიზმი) მიდრეკილებებს არ ღალატობს და, მეორე მხრივ, კვლავაც ნებისმიერი სახის შეთანხმებას, რომელიც მას ზრახვებისაგან ხელს ააღებინებს, მიიჩნევს ეროვნულ კატასტროფად;
რეალურად, გლობალური გეო-პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე, არც ერთი მხარე არ დაუშვებს მისი ინტერესების დამაზიანებელი გადაწყვეტილებების მიღებას;
და მაინც, თუ ნატო,მ შეძლო და უკრაინის მიმართ რუსეთის გეგმები შეაჩერა, რუსეთის შინაგანი ბუნებიდან გამომდინარე, ეს აუცილებლად გააძლიერებს რუსეთში საპასუხო რეაქციის სურვილს, რისი პრაქტიკული გამოვლინებაც უდიდესი შანსია, რომ მოხდეს კავკასიის და კონკრეტულად საქართველოს მიმართ;
სწორედ ამიტომ, დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ჩვენი მობილიზაცია და ერთიანი ძალისხმევა საერთაშორისო ინსტიტუტებთან მუშაობისათვის.
ეს ის საკითხია, როცა ყველანაირი ვიწრო პილიტიკური ინტერესის ზევით სახელმწიფოს ინტერესი უნდა დადგეს და მის გარშემო მოხდეს საერთო ეროვნული შეთანხმება“, – წერს ზაზა მარიდაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები