ბაიდენი: რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის საზღვრის ნებისმიერ გადაკვეთას შეჭრად განვიხილავთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის საზღვრის ნებისმიერი გადაკვეთა ჩაითვლება შეჭრად, რასაც მოჰყვება „მკაცრი და კოორდინებული ეკონომიკური პასუხი“.

ამის შესახებ მან ვიდეოკომენტარში თქვა, რომელიც “ამერიკის ხმამ” გაავრცელა.

“მე აბსოლუტურად მკაფიო ვიყავი პრეზიდენტ პუტინთან. ჩვენ შორის არანაირი გაუგებრობა არ არის. თუ რომელიმე რუსული ქვედანაყოფი გადაკვეთს უკრაინის საზღვარს, ეს არის შეჭრა. პასუხი იქნება მკაცრი, კოორდინებული ეკონომიკური პასუხი, რომელიც მე დეტალურად განვიხილე ჩვენს მოკავშირეებთან და ასევე ნათლად ვუთხარი პუტინს“, – განაცხადა ბაიდენმა.

პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ თუ პუტინი “არჩევანს გააკეთებს”, რუსეთი “მაღალ ფასს” გადაიხდის.

ამავე დროს, ბაიდენს მიაჩნია, რომ ეს არ არის ერთადერთი სცენარი, რომლისთვისაც მზად უნდა იყონ.

მან გაიხსენა, რომ რუსეთი ხშირად იყენებს აგრესიის ფორმებს, რომლებიც არ არის დაკავშირებული ღია საომარ მოქმედებებთან, ასევე, „შეტევებს ნაცრისფერ ზონაში“, კიბერშეტევებს და უსახელო ჯარისკაცების ქმედებებს.

მან რუსული ჯარების მიერ ყირიმის ოკუპაცია გაიხსენა.

“ჩვენ უნდა ვუპასუხოთ ამას მტკიცედ და კოორდინებულად, ჩვენს ხელთ არსებული მთელი რიგი ინსტრუმენტებით“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები