პრემიერმინისტრი სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით მიმდინარე წირვას ესწრება
სამების საკათედრო ტაძარში ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, საზეიმო წირვა მიმდინარეობს. ტაძარში იმყოფება საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილიც.
წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მღვდელმთავრებსა და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს. მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღებას აღნიშნავს.