გურამ მაჭარაშვილი: “ნაცმოძრაობა” ჩაერთვება თუ არა საპარლამენტო პროცესში, მათი გადასაწყვეტია

“მგონი, „ნაციონალურ მოძრაობას” კოალიცია და რიგგარეშე არჩევნები დასჭირდება საკუთარ პარტიაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” ჩაერთვება თუ არა საპარლამენტო პროცესში, მათი გადასაწყვეტია.

“დაყოფილები არიან კატეგორიებად, რადიკალი მიშისტები და დანარჩენი “ნაციონალური მოძრაობის” წევრები. ამ პარტიის პოლიტიკური ველი ნელ-ნელა ცარიელდება და ეს უნდა შეავსონ იმ ობიექტურმა პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებსაც სურთ, რომ საპარლამენტო ნორმალური პროცესი იყოს საქართველოში. აქედან გამომდინარე, შემოვა “ნაციონალური მოძრაობა” და ჩაერთვება თუ არა საპარლამენტო პროცესში, არის მათი გადასაწყვეტი”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები