რუსლან აბაშიძე: მჯერა, ჩვენ შევძლებთ, გავერთიანდეთ – როგორც საზოგადოება და, ჩვენი დროშის სახელით, დავიცავთ აფხაზეთში მცხოვრები თანამოქალაქეების თავისუფლებას
“აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სახელით, გილოცავთ ჩვენს ეროვნულ დღესასწაულს – სახელმწიფო დროშის დღეს”, – ამის შესახებ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, რუსლან აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.
„განსაკუთრებით მინდა, მივულოცო ჩვენი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს, მათ – ვინც ქვეყნის შიგნით და საზღვრებს გარეთ ქვეყნის დროშის სახელით იცავენ ჩვენს ინტერესებსა და სუვერენიტეტს.
სახელმწიფო დროშა, როგორც ქვეყნის ეროვნული სიმბოლო – ერის ღირსების, ერთიანობის, ქვეყნის ისტორიული გზისა და ნათელი მომავლისკენ სწრაფვის გამომხატველია.
მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ, გავერთიანდეთ – როგორც საზოგადოება და, ჩვენი დროშის სახელით, დავიცავთ აფხაზეთში მცხოვრები თანამოქალაქეების თავისუფლებას“, – წერს რუსლან აბაშიძე.
14 იანვარს საქართველოში სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება.