იაგო ხვიჩია: პარლამენტში „ნაცმოძრაობის“ შემოსვლაზე მეტად, შალვა ნათელაშვილის შემოსვლას ველოდები, ხინკალი მაქვს მოსაგები

„ძალიან მენატრებიან და ერთი სული მაქვს, როდის შემოვლენ და გააგრძელებენ პარლამენტში მუშაობას”, – ამის შესახებ “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით, ელოდება საკანონმდებლო ორგანოში “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერის, შალვა ნათელაშვილის შესვლას.

„მენატრებიან, ძალიან მენატრებიან და ერთი სული მაქვს, როდის შემოვლენ და გააგრძელებენ პარლამენტში მუშაობას. „ნაციონალური მოძრაობის“ შემოსვლაზე მეტად, თქვენ იცით, რომ ისინი უკვე შემოსულები არიან, ველოდები ბატონი შალვა ნათელაშვილის შემოსვლას, რადგან ხინკალი მაქვს მოსაგები“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები