სალომე სამადაშვილი: რეჟიმთან ბრძოლისთვის ყველა მექანიზმი უნდა გამოვიყენოთ

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ პოლიტიურ ბრძოლაში ყველა ბერკეტი უნდა იქნეს გამოყენებული, მათ შორის, პარლამენტი და ქუჩის აქციებიც.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ და რანაირად აპირებს პარლამენტში მუშაობას. მე მიმაჩნია, რომ დღეს, ამ გადამწყვეტ პოლიტიკურ ბრძოლაში ყველა მექანიზმი და ბერკეტი უნდა გამოვიყენოთ ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლისთვის – როგორც პარლამენტი, ასევე, ქუჩის აქციები, საერთაშორისო წნეხი“, – განაცხადა სამადაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები