გამყრელიძე: კონტაქტირებულებისა და ინფიცირებულებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადა შემცირდება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, კონტაქტირებული და ინფიცირებული ადამიანებისთვის იზოლაციისა და კარანტინის ვადები შემცირდება.

“ჩვენ შემუშავებული გვაქვს უკვე ახალი პროტოკოლები, როგორც კონტაქტირებულების, ისე – ინფიცირებულების, დღეს და ხვალ სამინისტროში იქნება ამ პროტოკოლების განხილვა, ანუ შემოკლდება უფრო როგორც იზოლირებულის, როგორც ინფიცირებულებში, ისე კონტაქტირებულებში ვადა, ამას განვიხილავთ სამინისტროში და მომავალ 2-3 დღეში ისინი მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დადგინდება”, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა ექნება იზოლაციის მკაცრად დაცვას, რადგან “ომიკრონი” მსუბუქად მიმდინარეობს, თუმცა, მარტივად ვრცელდება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები