გიორგი ბოტკოველი: ვფიქრობთ, რომ ყველა ტრიბუნა უნდა გამოვიყენოთ, რათა ყველამ ერთად მოვიპოვოთ ამ ქვეყნის თავისუფლება

„თანამდებობა არავის დაუკარგავს, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური იყო, რომელიც კობა ნაყოფიამ დაიკავა. ნიკა მელია არის პარტიის თავმჯდომარე”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბოტკოველმა პარტიაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყნის თავისუფლებისთვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.

„თანამდებობა არავის დაუკარგავს, პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური იყო, რომელიც კობა ნაყოფიამ დაიკავა. მელია არის პარტიის თავმჯდომარე, რომელიც, ამავდროულად, შეთავსებით იკავებდა პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას. მოხდა შიდასტრუქტურული გადაადგილება. ჩვენი მთავარი მიზანია, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გათავისუფლდეს იმისგან, რა მდგომარეობაშიც დღეს არის. ამას დასჭირდება საპროტესტო აქციები სხვადასხვა მიმართულებით, მცირე, დიდი საპროტესტო აქციები, ჩვენი საქმიანობა და ბრძოლა პარლამენტში. ვფიქრობთ, რომ ყველა ტრიბუნა უნდა გამოვიყენოთ, რათა ყველამ ერთად მოვიპოვოთ ამ ქვეყნის თავისუფლება. პირველ რიგში, ჩვენი შესვლა იქნება, რომ აუცილებლად დავაყენებთ საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. მოლაპარაკებების გზით, ხმების საკმარისი რაოდენობა, ფაქტობრივად, უკვე მოპოვებულია“, – აცხადებს გიორგი ბოტკოველი.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ნიკა მელია კობა ნაყოფიამ შეცვლა. პარტიის გენერალური მდივნის პოზიცია პეტრე ცისკარიშვილმა დაიკავა. გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე აღარ იქნება ზაალ უდუმაშვილი და ორგანიზაციის თავმჯდომარეობას ნიკა მელია შეითავსებს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები