„ნაცმოძრაობა“, სავარაუდოდ, საკადრო ცვლილებებს განიხილავს
„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკური საბჭოს სხდომას მართავს. პარტია, სავარაუდოდ, საკადრო ცვლილებებს განიხილავს.
გავრცელებული ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარედ კობა ნაყოფიას განიხილავენ, პარტიაში მის ადგილს კი პეტრე ცისკარიშვილი დაიკავებს. პარტიულ თანამდებობაზე კონკრეტული ცვლილება შეეხება ზაალ უდუმაშვილსაც.
აღნიშნულ ინფორმაციაზე პარტიის წევრები პოლიტსაბჭოს დასრულებამდე არ საუბრობენ.