დავით სერგეენკო: ოპოზიციის ნაწილი უკვე აქციოლოგად ჩამოყალიბდა, ეს მათი ნებაა

“ოპოზიციის ნაწილი უკვე აქციოლოგად ჩამოყალიბდა, ეს მათი ნება და მათი უფლებაა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.

სერგეენკო მიიჩნევს, რომ აქციები ქვეყნისთვის კარგი არ არის.

“მე ვისურვებდი, რომ მათგან რაღაც კონკრეტული ხედვა მოვისმინო ქვეყნის განვითარების, თუმცა, ისინი არიან ვიწრო სპეციალიზაციით აქციების მიმართულებით. არ მგონია, ეს ქვეყნისთვის კარგი იყოს. “შავ სიას” რაც შეეხება, ცუდ, რეპრესიულ ასოციაციებს აღძრავს, მეოცე საუკუნის 30-იანი წლების. “შავი სია” არ მგონია, კარგი აზრი იყოს”, – განაცხადა სერგეენკომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები