ირაკლი ქადაგიშვილი – „ნაცმოძრაობაზე“: ამ პოლიტიკური ძალისთვის დემოკრატიის დასავლური გაგება საერთოდ არ არსებობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობისთვის” დემოკრატიის დასავლური გაგება არ არსებობს.

მისივე თქმით, აღნიშნული პარტიის მიზანი დესტაბილიზაციაა.

„ამ პოლიტიკური ძალისთვის დემოკრატიის დასავლური გაგება საერთოდ არ არსებობს, დავინახეთ, როგორი სიხარულით შეხვდნენ ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს. მათი დაუმორჩილებლობის აქცია, „მასობრივი აქცია”, რომელიც მასობრივად ვერასდროს გარდაიქმნა, მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, რომ რამენაირად დესტაბილიზაცია გამოიწვიონ. მათთვის მთავარია დაუოკებელი შურისძიების გრძნობა, რომ ნებისმიერი გზით მოახდინონ დესტაბილიზაცია, რამაც მათი მოკლე ჭკუით ქვეყანაში ხელისუფლების ჩამოშლა უნდა გამოიწვიოს, თუ გინდა ყრილობა მოუწვევიათ, თუ გინდა “სახალხო ვეჩე”, მათ ამ გეგმებს მომავალი არ აქვს”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები