პოლიციამ თბილისში მომხდარი ძარცვის ფაქტი გახსნა – დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2004 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ნ.ნ., ძარცვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის 4 იანვარს, თბილისში, ვარკეთილში მდებარე “ბესტ მარკეტში” შევიდა, მოლარე ოპერატორს ძალის გამოყენებით სალაროდან​ თანხა გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ძარცვას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები