პოლონური მედიის ცნობით, ვარშავაში 4 ქართველი დააკავეს

პოლონეთში პოლიციამ ძარცვისა და ყაჩაღობის ბრალდებით 4 ქართველი დააკავა. ისინი 20-25 წლამდე ასაკის არიან. დაკავებული 4 პირიდან სამს იარაღის მუქარით ძარცვისა და ყაჩაღობის ბრალდება წარუდგინეს და მათ 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ერთს კი გამოძიება დანაშაულში თანამონაწილეობას ედავება.

პოლონური მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ორ მამაკაცს, რომლებიც 2021 წლის 9 დეკემბერს ვარშავის ცენტრში მდებარე ერთ-ერთი კლუბიდან ბრუნდებოდნენ. დაჯგუფების წევრებმა, იარაღის მუქარითა და შანტაჟით, 24 და 26 წლის მამაკაცებს წაართვეს მობილური ტელეფონები და 2 000 პოლონური ზლოტი (1534.46 ლარი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები