პრემიერმინისტრმა პატრიარქს დაბადების დღე საპატრიარქოში სტუმრობით მიულოცა
საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორეს დაბადების დღე მიულოცა.
მთავრობის მეთაური ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა, დაბადების დღე პირადად მიულოცა და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე დღეს 89 წლის გახდა.