ახალი წლის დღეებში ორბელიანების სასახლის ეზო ყველა დამთვალიერებლისთვის გაიხსნება
“ახალი წლის დღეებში ორბელიანების სასახლის ეზო ყველა დამთვალიერებლისთვის გაიხსნება”,- ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“ნებისმიერ მსურველს 31 დეკემბრიდან 15 იანვრამდე, საღამოს 18:00 საათიდან 22:00 საათამდე საახალწლოდ, ჩიჩლაკებით მორთული ორბელიანების სასახლის ეზოს დათვალიერებისა და სამსახსოვრო ფოტოების გადაღების შესაძლებლობა მიეცემა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გილოცავთ დამდეგ შობა – ახალ წელს, გისურვებთ სიხარულსა და ბედნიერებას!”,- ნათქვამია ინფორმაციაში.