ანრი ოხანაშვილი: სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიცირებას სააკაშვილის საქმესთან კავშირი არ აქვს 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიცირებას მიხეილ სააკაშვილის საქმესთან კავშირი არ აქვს.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით პოლიტიკური ინტერესი არ არსებობს.

„ამ საკითხს მიხეილ სააკაშვილთან არანაირი კავშირი არ აქვს. აქ რომ რაიმე პოლიტიკური ინტერესი იყოს, კანონი 1-ელ იანვარს ამოქმედდებოდა და ეს სამსახური აღარ იარსებებდა 1-ელ იანვარს. არანაირი პოლიტიკური ინტერესი არაა. თუ რაიმე დაწყებულია, ეს სამსახური იგივე შემადგენლობით საქმიანობას განახორციელებს 1-ელ მარტამდე, ხოლო 1-ელი მარტის შემდგომ ყველა საქმიანობას შესაბამისი სამსახურები გააგრძელებენ. არავითარი საქმის შეწყვეტა და აკრძალვა, რომ ვინმემ რამე არ უნდა გააგრძელოს, არაა ჩადებული, ამიტომ სპეკულაციებს წერტილი უნდა დაესვას“,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტებმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები