მარიამ ლაშხი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, მარიამ ლაშხი სტუდენტური პარლამენტის წევრებს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა “ციფრული დიპლომატია” იყო. დეპუტატი სტუდენტებს საქართველოსთვის ციფრული დიპლომატიის განვითარების მნიშვნელობაზე ესაუბრა და ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა და პარლამენტის როლი გააცნო. შეხვედრაზე განათლების სფეროში და ქალთა გაძლიერების მიმართულებით ციფრული დიპლომატიის განვითარების აუცილებლობაზე, სამომავლო ინიციატივებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

მარიამ ლაშხმა ახალგაზრდებს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს საქმიანობაც გააცნო და საკანონმდებლო ორგანოში გენდერული კვოტირების საკითხზეც გაამახვილა ყურადღება. „შეხვედრაზე ვისაუბრეთ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე და პარლამენტის საგარეო კომიტეტის ხედვაზე. ასევე ციფრულ დიპლომატიაზე, როგორც საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე. ვისაუბრეთ პარიზის თანასწორობის ფორუმზე და ინოვაციების და ტექნოლოგიების როლზე. შევთანხმდით, რომ ახალგაზრდული პარლამენტი დაამუშავებს გარკვეულ ინიციატივებს და ითანამშრომლებს ჩვენს კომიტეტთან”, – განაცხადა მარიამ ლაშხმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები