ალუდა ღუდუშაური: ჩემთვის გაუგებარია რატომ დატოვა ლონდა თოლორაიამ სხდომა სწორედ მაშინ, როდესაც მის შეკითხვებს პასუხობდნენ

“ვფიქრობ ქალბატონი ლონდა თოლორაიას მხრიდან უხერხულია ამდაგვარი შეფასების გაკეთება. ჩემთვის გაუგებარია რატომ დატოვა მან სხდომა სწორედ მაშინ, როდესაც მის შეკითხვებს პასუხობდნენ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა სახელმწიფო ინსპექტორზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მას მოლოდინი ჰქონდა, რომ შედეგებზე ორიენტირებული კითხვები იქნებოდა.

„ძალიან ცოტა არის საგნობრივი კითხვები განსახილველ კანონპროექტთან დაკავშირებით. მე მქონდა უფრო მეტის მოლოდინი, რომ იქნებოდა საქმიანი და შედეგზე ორიენტირებული კითხვები. თუმცა ამჯერადაც არ უღალატეს ჩვეულ საქციელს რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები