“სამშობიაროდან არ უნდა მეწერა ახალი პროექტი, “მადლობა” კანონპროექტის ავტორ კაცებს” – ლონდა თოლორაია

“მე ფიზიკურადაც ვერ ვიღებ ამაში მონაწილეობას და მადლობა, რომ ეს პერიოდი აარჩიეთ, მადლობა ამ დამოკიდებულებისათვის. ყველა ამ კანონპროექტის ავტორ მამაკაცს უდიდესი მადლობა ამ ყველაფრისთვის”,- ამ განცხადებით სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ კანონპროექტის ავტორებს მიმართა.

“გახსენდებათ ბატონო მიშა, რეფორმა რომელიც ეხებოდა იუსტიციის სამინსიტროს და იუსტიციის სამინისტრომ გაიგო ყველაზე ბოლოს? – მე არ მახსენდება. ამიტომ მე მაინტერესებს რატომ არ იყო ამ ყველაფერში ჩართული ინსპექტორის სამსახური, ამხელა რეფორმაში და რატომ ვიგებთ წინასაახალწლოდ ამ ყველაფერს. მაშინ, როდესაც უნდა ვისხდეთ საახალწლო სუფრების მზადებაში, რატომ ვსხედვართ აქ და განვიხილავთ 288-გვერდიან კანონპროექტს, რომელიც არის სრული ნონსენსი სამართლებრივი. რომ აღარაფერი ვთქვა სამართლებრივ ფაქტორებზე.

სამშობიაროდან არ უნდა მეწერა ეს კანონპროექტი მინიმუმ და ალბათ, უნდა გეთქვათ, რომ ლონდა აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ ჩვენ ამ სამსახურს ვაუქმებთ! მე არ ვიცი, რა აზრი აქვს ამ კომიტეტებში ჩემი მონაწილეობის გაგრძელებას, ფორმალურად შესაძლოა, აქ ვისხდეთ და ძალიან ბევრი ვილაპარაკოთ, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს გადაწყვეტილება ძალიან მტკიცეა, რადგან არავითარი ძალა ამას არ გაცვლევინებთ. თქვენის ნებართვით, მე ფიზიკურადაც ვერ ვიღებ ამაში მონაწილეობას, ამისთვის ცალკე ძალიან დიდი მადლობა, რომ ეს პერიოდი აარჩიეთ. უღრმესი მადლობა ამ დამოკიდებულებისთვის, ინსპექტორს რომ არ მიეცა სრულყოფილად ამ პროცესებში მონაწილეობის მიღების საშუალება. ამ კანონპროექტის ავტორ ყველა მამაკაცს უდიდესი მადლობა ამ ყველაფრისთვის“, – მიმართა ლონდა თოლორაიამ უმრავლესობის წევრებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები