ლონდა თოლორაიამ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი დატოვა

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა დატოვა, სადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის კანონპროექტი განიხილება.

ლონდა თოლორაიამ სხდომათა დარბაზი მას შემდეგ დატოვა, რაც დასმულ კითხვებზე მომხსენებლის რატი იონათამიშვილის პასუხები მოისმინა. როგორც მან აღნიშნა, ვერ ერთ კითხვაზე საგნობრივი პასუხი ვერ მიიღო.

პარლამენტი დაჩქარებული წესით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე მომზადებულ პაკეტს იხილავს. პროექტის გათვალისწინებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, ორი უწყება – სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური იქმნება. სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია ექნება. რაც შეეხება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, მას პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია ენიჭება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები