რატი ბრეგაძე: რუსთავის დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობა დაიწყო, მოხდება მისი გადაყვანა გლდანის მე-18 დაწესებულებაში და არა გორის ჰოსპიტალში
თუკი შესაძლებელია, რომ პრობლემა შეექმნას ჯანმრთელობას, ამ შემთხვევაში არსებობს გლდანის N18-ე დაწესებულება, სადაც გადაგვყავს ხოლმე ყველა პატიმარი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ისიც იქნება გადაყვანილი N18-ე დაწესებულებაში, როგორც ეს იყო წინა შემთხვევაში, – ასე უპასუხა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ შეკითხვას, რომ თუ სააკაშვილი პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ შემშილობას დაიწყებს, დააბრუნებენ თუ არა მას გორის სამხედრო ჰოსპიტალში.
მისი თქმით, საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება მიიღო, მათ შორის N18-ე დაწესებულებაშიც.
„იმ შემთხვევაში, თუკი შესაძლებელია, რომ პრობლემა შეექმნას ჯანმრთელობას, არსებობს გლდანის N18-ე დაწესებულება, სადაც გადაგვყავს ხოლმე ყველა პატიმარი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ისიც იქნება გადაყვანილი N18-ე დაწესებულებაში, როგორც ეს იყო წინა შემთხვევაში. საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ მას ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება მიეწოდა, მათ შორის N18-ე დაწესებულებაშიც. ეს არის სტანდარტი, რომელიც ვრცელდება პენიტენციურ სამსახურში ყველა პატიმართან მიმართებაში და კანონის წინაშე გამონაკლისი არავინაა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.