კელი დეგნანი ინსპექტორის სამსახურის გაუქმების საკითხზე, უმრავლესობის დეპუტატებს ხვდება

აშშ-ს ელჩი, კელი დეგნანი ამ წუთებში პარლამენტში “ქართული ოცნების” დეპუტატებს ხვდება. არსებული ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტია.

ელჩ დეგნანს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ხვდებიან.

შეხვედრის დაწყებამდე მხარეებს მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებიათ.

ცნობისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის  სამსახურის გაუქმებასთან დაკავშირებით პარლამენტში კანონპროექტი დაინიცირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები