ინსპექტორის სამსახური: ვთხოვთ, ყველა დაინტერესებულ პირს დღეს კანონპროექტის განხილვას დაესწროს
“დღეს 10:30 საათიდან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და საპროცედურო საკითხთა კომიტეტში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის განხილვა იწყება”, – ამის შესახებ ინფორმაციას ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.
უწყება ყველა დაინტერესებულ პირს კანონპროექტის განხილვაზე დასწრებისკენ მოუწოდებს.
“სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისთვის საქართველოს პარლამენტისგან ცნობილი გახდა, რომ დღეს, 2021 წლის 28 დეკემბერს, 10:30 საათიდან ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და საპროცედურო საკითხთა კომიტეტში იწყება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონპროექტის განხილვა.
ვთხოვთ, ყველა დაინტერესებულ პირს დაესწრონ კანონპროექტის განხილვას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.