მამუკა მდინარაძე: გიორგი მარგველაშვილი თავისი თავის აქტუალიზაციას ცდილობს
“გიორგი მარგველაშვილი თავისი თავის აქტუალიზაციას ცდილობს”, – ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ გაკეთებული განცხადებები.
„მან თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი პუტინის პატიმარიაო და თუ ცოტა ფაქტებზე ვილაპარაკებთ და პუტინის მოკავშირის როლში უფრო წარმოვიდგენთ მიხეილ სააკაშვილს, მაშინ ამ ფონზე, როდესაც ეს ადამიანი იძახის, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პატიმარი – ჩნდება „ნაცმოძრაობის” “მესიჯ-ბოქსი, რაც არის ძალიან სამწუხარო იმ ადამიანისგან, რომელიც იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შემდეგ და თან „ქართული ოცნების” მმართველობის დროს”, – განაცხადა მდინარაძემ.