მამუკა მდინარაძე: პრეზიდენტისგან მივიღე ისეთი ინფორმაცია, რომელიც ჩვენს მესიჯს ემთხვევა
“დღეს მივიღე ისეთი ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტისგან, რომელიც იმ მესიჯს არ ცდება, პირიქით, ემთხვევა, რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ბოროტებასთან შერიგება შეუძლებელია.
“დღეს მივიღე ისეთი ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტისგან, რომელიც იმ მესიჯს არ ცდება, პირიქით, ემთხვევა, რაზეც ჩვენ ვილაპარაკეთ. მაგალითად, შეუძლებელია ბოროტებასთან, დანაშაულთან და ისეთი მასშტაბის დანაშაულთან შერიგება, რომელიც გვახსოვს წინა ხელისუფლებისგან. მაგრამ ადვილად წარმოსადგენია, რომ ამ ქვეყანაში ვერც ერთმა პოლიტიკურმა ძალამ, ვერ იფიქროს და ვერ გაბედოს, რაღაც ისეთ ეროვნულ საკვანძო საკითხებზე შეწინააღმდეგება. რომელიც საბოლოო ჯამში, ხანგრძლივი მუშაობის და პრეზიდენტი ამ ძალიან კარგი მცდელობის შედეგად შეიძლება გახდეს ეროვნული შეთანხმების და თანხმობის საგანი”, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.
პრეზიდენტი დღეს “ქართული ოცნების” ლიდერებსა და ოპოზიციას შეხვდა.