“შვიდი ტყუილ-მართალი ინსპექტორის შესახებ” – ზურაბ ქადაგიძის გამოხმაურება

“ტყუილია, რომ ოპოზიციას ინსპექტორის ბედი აღელვებს. სიმართლეა, რომ ისინი ჯერ შექმნას აპროტესტებდნენ, ახლა გაყოფას”, – ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი, ზურაბ ქადაგიძე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ გავრცელებულ რამდენიმე ინფორმაციას.

„მოკლედ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ 1 – ტყუილია, რომ სამსახური უქმდება – სიმართლეა, რომ სამსახური იყოფა. 2 – ტყუილია, რომ ინსპექტორის ფუნქციები იკვეცება – სიმართლეა, რომ ინსპექტორის ფუნქციები ფართოვდება და მას ემატება ქვემდებარე სისხლის სამართლის მუხლები. 3 – ტყუილია, რომ თანამშრომლები რჩებიან უსამსახუროდ – სიმართლეა, რომ ყველა თანამშრომელი გადანაწილდება ორივე ახლადშექმნილ უწყებაში. 4 – ტყუილია, რომ ვინმე ლონდა თოლორაიას ებრძვის – სიმართლეა, რომ მას შეუძლია, ახლადშექმნილ ან ერთ ან მეორე სამსახურში უფროსის თანამდებობის დაკავება. 5 – ტყუილია, რომ სააკაშვილის საქმის გამო იყოფა ინსპექტორის სამსახური – სიმართლეა, რომ სააკაშვილის გამოძიება სრულიად შესაძლებელია, დასრულდეს პირველ მარტამდე, იქამდე ინსპექტორის სამსახური იფუნქციონირებს. 6 – ტყუილია, რომ ქართულ ენჯეოებს ინსპექტორის ბედი აღელვებთ – სიმართლეა, რომ ისინი ფარისევლები არიან. ჯერ შექმნას აპროტესტებდნენ, ახლა გაყოფას. 7 – ტყუილია, რომ ოპოზიციას ინსპექტორის ბედი აღელვებს – სიმართლეა, რომ ისინი ჯერ შექმნას აპროტესტებდნენ, ახლა გაყოფას. არის კითხვები?“, – წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები