გიორგი მარგველაშვილი: მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის საკითხთან დაკავშირებით ძალიან დარდობს

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი  იმ ადამიანების მდგომარეობას დარდობს, რომლებიც ახლა “ნაციონალური მოძრაობის” ოფისის ტერიტორიაზე შიმშილობენ.

„კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ჩვენთვის, ბუნებრივია, ტკივილისა თუ დარდის თემაა, ეს არის შიმშილობის საკითხი, რომელიც ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში მიმდინარეობს. ბატონი პრეზიდენტი ძალიან დარდობს იმ ადამიანებზე, რომლებიც ახლა შიმშილობენ. ჩვენი, ორივეს განწყობა არის,  თუ შესაძლებელია, ვურჩიოთ მოშიმშილე ადამიანებს, რომ მოუფრთხილდნენ საკუთარ თავებს და იქნებ ამ შიმშილობის დამთავრების მოტივაცია შეიქმნას. ეს ჩემი განწყობაც არის და ძალიან დარდობს პრეზიდენტი შიმშილობის საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები