“სამოქალაქო თანხმობას შანსი უნდა ჰქონდეს” – რას აცხადებს ნიკა მელია პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ

“გულუბრყვილო მოლოდინი და ილუზიები არ მაქვს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, სამოქალაქო თანხმობას შანსი უნდა ჰქონდეს”, – ამის შესახებ ”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მელიას თქმით, პროცესს მისი შესაძლებლობების ფარგლებში ხელს შეუწყობს.

“გულუბრყვილო მოლოდინი და ილუზიები არ მაქვს, თუმცა, დარწმუნებული ვარ,ცსამოქალაქო თანხმობას შანსი უნდა ჰქონდეს. სამოქალაქო თანხმობა ჩემთვის ამ ეტაპზე გულისხმობს ორი კომპონენტის მოწესრიგებას და ერთხელ და სამუდამოდ ამ მიმართულებით მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებას – პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებას, პოლიტიკური დევნის დასრულებას”, – აღნიშნა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები