დავით სერგეენკო: უპრეცედენტო არ არის, როდესაც განათლებით არა ექიმი ინიშნება ჯანდაცვის მინისტრად 

ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი და საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, დავით სერგეენკო ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ზურაბ აზარაშვილის წარდგენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრობლემას ვერ ხედავს, თუკი ჯანდაცვის მინისტრს სამედიცინო განათლება არ აქვს მიღებული.

“უპრეცედენტო არ არის, როდესაც განათლებით არა ექიმი ინიშნება ჯანდაცვის მინისტრად. მით უმეტეს, ოპოზიციის მხრიდან ბოლო 15 წლის საქართველოს ისტორიაში ჯანდაცვის უამრავი  მინისტრი იყო, რომელსაც არ ჰქონდა სამედიცინო განათლება, ასე რომ, ამაში მე პრობლემას ვერ ვხედავ”, – ამბობს დავით სერგეენკო.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები