მამუკა მდინარაძე: ძალიან მომწონს, რომ ჯანდაცვის სისტემაში, რომელსაც აქვს არაერთი მიმართულება, ინიშნება კარგი მენეჯერი
“მე პირადად ძალიან მომწონს, რომ ისეთ მსხვილ და მნიშვნელოვან სისტემაში, რომელსაც ჯანდაცვის სისტემა ჰქვია, რომელსაც აქვს არაერთი მიმართულება: სოციალური, დევნილების, ჯანდაცვის, ინიშნება კარგი მენეჯერი, რომელიც იქნება ამ მიმართულებების თავი”, – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილის წარდგენა.
მდინარაძის თქმით, პრემიერის გადაწყვეტილება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სწორია.
„მას ეყოლება მიმართულებების ხელმძღვანელები – მოადგილეები, რომელთაგანაც ერთი უხელმძღვანელებს ჯანდაცვის მიმართულებას, მეორე დევნილების მიმართულებას, მესამე სოციალურ მიმართულებას და ა.შ. ეს იქნება კარგი მენეჯერული გარღვევა და პირადად მე ასეთი გადაწყვეტილება ძალიან მომწონს და მივესალმები პრემიერ ღარიბაშვილის გადაწყვეტილებას, რომ არა მხოლოდ პროფესიული, არამედ მენეჯერული გამოცდილებით შეირჩა კანდიდატი, რომელიც უხელმძღვანელებს ამ მიმართულებების ხელმძღვანელებს. ეს იქნება ძალიან კარგი და ამან შეიძლება, გაცილებით კარგი შედეგი მოგვცეს“, – აღნიშნა მდინარაძემ.