საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტებმა დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს

საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის და უშიშროების კომიტეტებმა, დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლის საკითხებზე, აღმასრულებელი ხელისუფლების სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.

პარლამენტის ინფორმაციით, კომიტეტების წევრებმა მოისმინეს საქართველოს მთავრობის და შესაბამისი სამინისტროების პასუხისმგებელი პირების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია, მათი უწყებების მიერ 2020-2021 წლებში დეზინფორმაციის და პროპაგანდასთან ბრძოლის წინააღმდეგ განხორციელებული აქტივობების და გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

მთავრობის წარმომადგენლებმა ისაუბრეს აგრეთვე მათი სამომავლო გეგმების შესახებ. სამუშაო შეხვედრაზე პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების განხილვა მოხდა. აგრეთვე, ხაზი გაესვა დეზინფორმაციასთან და პროპაგანდასთან ბრძოლის კუთხით პარლამენტის საზედამხედველო როლის გაზრდის მნიშვნელობას და ამ მიმართულებით კოორდინაციის გაძლიერებას. შეხვედრა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის” (GGI) მხარდაჭერით გაიმართა. მომავალი სამუშაო შეხვედრა გაზაფხულზე გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები