გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ჟენევის ოფისი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ პარლამენტის კანონპროექტს ეხმაურება
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ჟენევის ოფისი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ პარლამენტის კანონპროექტს სოციალურ ქსელ ტვიტერში ეხმაურება.
“ღრმა შეშფოთებას გამოვთქვამთ დამოუკიდებელი ინსტიტუტის – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ პარლამენტის კანონპროექტზე. სამსახურს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია წამების პრევენციის და პირადი ცხოვრების დაცვის კუთხით. მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს უკან გამოიხმოს აღნიშნული ინიციატივა და უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა ეროვნული მექანიზმების დამოუკიდებლობა”, – ნათქვამია, გაეროს ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
