მამუკა მდინარაძე: ჩვენი კატეგორიული რეკომენდაციაც იქნება, რომ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, უწყების გაყოფის შემდეგ თავიანთ თანამდებობებს ინარჩუნებდნენ

“ყალიბდება ორი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომლებსაც არა კადრების შეკვეცა და ადამიანების გათავისუფლება, არამედ შეიძლება, დამატებაც დასჭირდეს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდის რეკომენდაციაა, რომ უწყების გაყოფის შემდეგ ადამიანებმა, ვინც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მუშაობს, თავიანთი სტატუსი და თანამდებობები შეინარჩუნონ.

„ჩვენი კატეგორიული რეკომენდაციაც იქნება, რომ ადამიანები, რომლებიც მუშაობენ ამ უწყებაში, უწყების გაყოფისა და ორი მიმართულებით გაძლიერების შემდეგ, თავიანთ სტატუსებსა და თანამდებობებს ინარჩუნებდნენ. ორივე მიმართულებით, ისინი ამ ქვეყანაში ყველაზე გამოცდილი და პროფესიონალი კადრები არიან“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტში წარადგენენ კანონპროექტს, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ორ დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები