გურამ მაჭარაშვილი: სპეციალურ საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებში ნარჩუნდება დამოუკიდებლობის ხარისხი
“სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებში ნარჩუნდება ის ძირითადი პრინციპები, რაც არის დამოუკიდებლობის ხარისხი, ხელმძღვანელების დანიშვნის პროცედურა და გამჭირვალობა”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე თქმით, ხელმძღვანელების შერჩევა მოხდება პროცედურების შესაბამისად და ერთი სამსახურის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი სამსახურის შეიქმნება.
„თავის დროზე, როცა საგამოძიებო ფუნქციები უერთდებოდა ამ სამსახურს, მიმდინარეობდა ამ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციები, მათ შორის, პარტნიორებთან. ახლა უკვე იქნება ცალკე დამოუკიდებელი სამსახური, რომელსაც კიდევ დაემატება გარკვეული ფუნქციები. იქნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური და დამოუკიდებელი სამსახური. ორივე სამსახურში აუცილებლად ნარჩუნდება ის ძირითადი პრინციპები, რაც არის დამოუკიდებლობის ხარისხი, ხელმძღვანელების დანიშვნის პროცედურა და გამჭირვალობა.ამის შემდეგ, ხელმძღვანელების შერჩევა მოხდება პროცედურების შესაბამისად და ერთი სამსახურის ბაზაზე ორი დამოუკიდებელი სამსახურის შექმნა”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.