ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევა – პრეზიდენტს აქვს ამასთან დაკავშირებით ხედვა და, ალბათ, უმჯობესია, დეტალებთან დაკავშირებით მან ისაუბროს
“ჩვენი მიზანია საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევა, რაც ამბიციური გადაწყვეტილებაა”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, ეროვნული თანხმობის პროცესთან დაკავშირებით პრეზიდენტს თავისი ხედვა აქვს და დეტალებზე სწორედ მან უნდა ისაუბროს.
“მიზანია საერთო ეროვნული თანხმობის მიღწევა, რაც ამბიციური მიზანია. ბუნებრივია, რთული იქნება ის პროცესი, რაც ამ მიზანთანაა დაკავშირებული. პრეზიდენტს აქვს ამასთან დაკავშირებით ხედვა და, ალბათ, უმჯობესია, რომ დეტალებთან დაკავშირებით მან ისაუბროს”, – აღნიშნა კობახიძემ.