წიწვოვნების უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 11 ფაქტი გამოავლინეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წიწვოვანი სახეობის ხე-მცენარეების ნერგებისა და ტოტებისუკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 11 ფაქტი გამოავლინეს.
ფიჭვის სახეობის ტოტების უკანონოდ გაკაფვისა და ტრანსპორტირების წესების დარღვევის 8 ფაქტი გამოვლენილია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისსოფელ ერგეში.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში კი, მოქალაქე 31 ერთეული წიწვოვანი სახეობის ნერგისტრანსპორტირებას ახდენდა. სამართალდამრღვევმა ვერ წარმოადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია.
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არლის მიმდებარედ, მოქალაქემ უკანონოდ მოიპოვა სოჭის სახეობის ხე-მცენარეების ტოტები და მათი უკანონო ტრანსპორტირება განახორციელა.
მცხეთა-მთიანეთის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლების მიერ ცენტრალურ მაგისტრალზე გადამოწმების მიზნით გაჩერებულიავტომანქანის ძარაზე, მოქალაქეს 40 ერთეული კავკასიური ნაძვი აღმოაჩნდა. სამართალდამრღვევი ტრანსპორტირებას ყოველგვარი დოკუმენტაციის გარეშე ახორციელებდა.
ავტომობილები დაილუქა. სამართალდამრღვევების მიმართ შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია.
წიწვოვნების უკანონოდ მოპოვებაზე, ტრანსპორტირებასა და რეალიზაციის წესისდარღვევაზე მოქმედებს ადმინისტრაციულსამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისიმუხლებით გათვალისწინებული საჯარიმო სანქციები, რომლებიც მერყეობს 200 ლარიდან 2000 ლარამდე. ამასთან, საჯარიმო თანხას ემატება ხე–მცენარისუკანონოდ მოპოვებით გარემოსათვის მიყენებულიზიანის ოდენობაც; ხოლო თუ გარემოსათვის მიყენებულიზიანის ოდენობა აღემატება 1000 ლარს, პირის მიმართ დგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები, ქვეყნის მასშტაბით, წიწვოვანი ხე–მცენარეების რეალიზაციის პუნქტების მასშტაბურმონიტორინგს აგრძელებენ, ხოლო უკანონო მოპოვებისაღკვეთის მიზნით, გრძელდება 24 საათიანი კონტროლიიმ რეგიონებში, სადაც წიწვოვანი ტყეებია.