შალვა პაპუაშვილი: 2024 წლამდე საქართველოს საკანონმდებლო ბაზა უნდა დაუახლოვდეს ევროკავშირს და სწორედ ეს ამოცანა დგას პარლამენტის წინაშე

“ახალი წლიდან ჩვენ საკანონმდებლო რეფორმების პროცესი უნდა ავიყვანოთ სხვა სტანდარტზე. 2024 წლამდე საქართველოს საკანონმდებლო ბაზა დაუახლოვდეს ევროკავშირს და სწორედ ეს ამოცანა დგას პარლამენტის წინაშე”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა და პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილი პარლამენტის უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, კახა კუჭავას ჩაანაცვლებს. მისი თქმით, კუჭავამ რთულ პერიოდში შეძლო საპარლამენტო საქმიანობის კონსოლიდირება.

„დიდი მადლობა კახა კუჭავას, მან რთულ პერიოდში შეძლო საპარლამენტო საქმიანობის კონსოლიდირება. ასევე, დიდი მადლობა ირაკლი კობახიძეს, პარტიის პოლიტსაბჭოს და მმართველ გუნდს ამ ნდობისთვის. საპარლამენტო ცხოვრების კონსოლიდაციის შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტი დაუბრუნდეს თავის საქმიანობას. ახალი წლიდან ჩვენ საკანონმდებლო რეფორმების პროცესი უნდა ავიყვანოთ სხვა სტანდარტზე. 2024 წლამდე საქართველოს საკანონმდებლო ბაზა დაუახლოვდეს ევროკავშირს და სწორედ ეს ამოცანა დგას პარლამენტის წინაშე. გარდა ამისა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე პარლამენტს ასევე დიდი როლი აქვს. ამის გაკეთება რთულია ოპოზიციის ჩართულობის გარეშე. ოპოზიციასთან თანამშრომლობა და მათი ჩართვა ამ პროცესებში პარლამენტისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა იქნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები