ტრისტან წითელაშვილი: მიხეილ სააკაშვილთან ყოველდღე გაურკეველი მნახველები მიდიან, არ არის გამორიცხული, ის რომელიმე მათგანმა მოწამლოს

“მიხეილ სააკაშვილთან ყოველდღე გაურკეველი მნახველები მიდიან, მაქვს ინფორმაცია, რომ არ არის გამორიცხული, რომელიმე მათგანმა ის მოწამლოს და მისი ლიკვიდაცია მოახდინოს, შემედეგ კი ხელი „ქართული ოცნებისკენ“ გაიშვირონ, ხელისუფლებას დააბრალონ, სააკაშვილი მოწამლესო”, – ამის შესახებ სამხედრო საკითხების ექსპერტმა, ტრისტან წითელაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მნახველები მაქსიმალურ კონტროლზე უნდა იყვნენ აყვანილები.

„ცალკე საკითხია სააკაშვილთან, გორის ჰოსპიტალში მნახველების გაუთავებლად მისვლა. კანონით, სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში არ უნდა იმყოფებოდეს. ეს ჰოსპიტალი სამხედროებისთვის განკუთვნილი ადგილია.
არის მნახველების გაუთავებელი მისვლა: დეპუტატები, უკრანიდან ჩამოსული გაურკვეველი ომბუდსმენები, პარლამენტარები. ამასთან დაკავშირებით საფრთხე არსებობს. არის ინფორმაცია, რომლის თახმადაც, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არიან იმ აზრზე, რომ სააკაშვილი პოლიტიკას ჩამოაშორონ, ჩამოიშორონ ეს პრობლემური ადამიანი.
მიხეილ სააკაშვილთან ყოველდღე გაურკეველი მნახველები მიდიან, მაქვს ინფორმაცია, რომ არ არის გამორიცხული, რომელიმე მათგანმა ის მოწამლოს და მისი ლიკვიდაცია მოახდინოს, შემედეგ კი ხელი „ქართული ოცნებისკენ“ გაიშვირონ, ხელისუფლებას დააბრალონ, სააკაშვილი მოწამლესო,
მოვუწოდებ საქართველოს სპეციალურ სამსახურებს, უსაფრთხოების სამსახურს, პენიტენციური სამსახურის დირექტორს, ხელისუფლებას მაქსიმალურ კონტროლზე იყვნენ ის ადამიანები აყვანილები, რომლებიც სააკაშვილს ნახულობენ“, – განაცხადა წითელაშვილმა.
მისივე თქმით, აქციების დასაფინანსებლად გამოყოფილი თანხები პარტიის წარმომადგენლებმა მიითვისეს.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია ძალადობაზე და დღესაც ძალადობრივი გზებით ხელისუფლებაში მოსვლას ცდილობს. ისინი ყოველთვის არიან მოტივირებულები იმისათვის, რომ ქვეყანაში შექმნან რევოლუციური ფონი, სისხლისღვრა და ამის საფუძველზე ხელისუფლებაში მოვიდნენ. რევოლუციების ფუძემდებლები, დამფინანსებლები იყვნენ და არიან თემურ ალასანია და სააკაშვილი. ალასანია ფინანსურ მხარეს აკონტროლებდა. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებამდე განაცხადა, რომ არჩევნები გაყალბდებოდა, წინასწარ ფონს ქმნიდა.
მიხეილ სააკაშვილი ნიკანორ მელიამ, პარტიის ლიდერებმა, ელისო კილაძემ, გიგი უგულავამ, ხატია დეკანოიძემ დაარწმუნოს, რომ მას საქართველოში 100 000 ადამიანს დაახვედრებდნენ, დაიწყებოდა აქციები და ხელისუფლებაში მოვიდოდნენ. ამისთვის უზარმაზარი თანხები იყო გამოყოფილი, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ 30 000 კაცსაც კი ვერ გამოიყვანდა. სააკაშვილი ციხეში ჩასვეს. მათი ყველა გეგმა ჩავარდა. მათ მოსახლეობის მასიური მობილიზაცია ვერ უზრუნველყვეს. ამასთან დაკავშირებით თემურ ალასანიას უზარმაზარი თანხები ჰქონდა გამოყოფილი. ამ თანხებს ნიკა მელია, გიგი უგულავა და ხატია დეკანოიძე განკარგავდნენ. რეგიონებში გარკვეული შტაბები შექმნეს. რეგიონებიდან ჩამოდიოდა, დავუშვათ, 500 ადამიანი, ისინი ანგარიშში წერდნენ 2 000 -3000 – ს. ამ გზებით და ქმედებებით მათ უზარმაზარი თანხები მოიპარეს, რომელსაც ალასანიას ჰქონდა გამოყოფილი. ამან საქართველოში თემურ ალასანიას ჩამოსვლა განაპირობა. ასევე, ამან ნიკა მელიასა და ალასანიას დაპირისპირება განაპირობა. ალასანიამ მოითხოვა დეტალური ანგარიში იმისა, თუ სად წავიდა ეს თანხმები, რატომ ვერ დადგა შედეგი. ალასანია ის ადამიანი არ არის, რომ ნიკა მელიას და პარტიის დანარჩენ ლიდერებს ის მილიონები შეარჩინოს, რომელიც მათ შეჭამეს”, – განაცხადა წითელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები