ზაალ უდუმაშვილი: “ოცნების” მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გარეშე, შერიგება ვერ შედგება
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზაალ უდუმაშვილი პრეზიდენტის ინიციატივას საყოველთაო შერიგების შესახებ მიესალმება.
უდუმაშვილის თქმით, შერიგება ვერ შედგება, თუ “ოცნების” მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა არ მოხდება.
”ჩვენ თუ მივალთ რაღაც საერთო კონსენსუსამდე ამ დიალოგის რეჟიმში, იქნება მისასალმებელი და “ნაციონალური მოძრაობა” ყველაფერს გააკეთებს, გამოიყენებს უმცირეს შანსსაც კი, რომ შევძლოთ პოლიტიკური კრიზისის დაძლევა, რომელშიც ქვეყანა არის, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ გასაღები უჭირავს “ქართულ ოცნებას” ხელში. უნდა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები და, ეს უპირველეს ყოვლისა, ეხება პოლიტიკური დევნის შეწყვეტას”, – ამბობს ზაალ უდუმაშვილი.