პაატა მანჯგალაძე: არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ პარტიის ოფისთან შიმშილობის გამო „ქართული ოცნება“ კომპრომისებზე წავა
“არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ პარტიის ოფისთან შიმშილობის გამო „ქართული ოცნება“ კომპრომისებზე წავა”, – ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე “ნაციონალური მოძრაობის” მასობრივი შიმშილობის აქციას.
მისი თქმით, შიმშილობა შედეგს ვერ გამოიღებს და საჭიროა, ოპოზიციას პროტესტის ფორმების გეგმა ჰქონდეს.
„სამწუხაროა, რომ ადამიანებს მიზნის მისაღწევად შიმშილობა და ჰეროიკა უწევთ. არ მომწონს, ქვეყანაში ასეთი რეალობა რომ გვაქვს. კრიტიკული ვიქნებოდი პროტესტის ამ ფორმის მიმართ უკეთესი გეგმა რომ მქონდეს, მაგრამ ოპოზიციას შიმშილობა შედეგს ვერ მისცემს. საჭიროა პროტესტის ფორმების გეგმა. არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ პარტიის ოფისთან შიმშილობის გამო „ქართული ოცნება“ კომპრომისებზე წავა“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკამ მელიამ მასობრივი შიმშილობის აქციის დაწყების შესახებ გუშინ რუსთაველზე გამართულ აქციაზე განაცხადა. პარტიის ოფისთან შიმშილობის დასაწყებად კარვები უკვე გაშლილია.