სოზარ სუბარი – “ნაცმოძრაობაზე”: თვითონაც მიხვდებიან, რომ ძალიან უაზრო აქცია წამოიწყეს

„ადამიანი დამნაშავეა თუ არა და სასჯელი უნდა მოიხადოს თუ არა, ეს შიმშილობით არ წყდება”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მიერ დაწყებულ მასობრივ შიმშილობაზე საუბრისას განაცხადა.

მისივე შეფასებით, აღნიშნული აქცია აზრს მოკლებულია.

„ადამიანი დამნაშავეა თუ არა და სასჯელი უნდა მოიხადოს თუ არა, ეს შიმშილობით არ წყდება. შიმშილობის უფლება ყველას აქვს და ახლა რომ ვთქვა, იშიმშილონ, ეს ჩემი მხრიდან ცოტა ცინიკური იქნება, მაგრამ, ბუნებრივია, მათ ნებაშიც  ვერ ჩავერევი. თვითონაც მიხვდებიან, რომ ძალიან უაზრო აქცია წამოიწყეს. კარგი იქნება, რომ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნდნენ და მიხეილ სააკაშვილი მიხვდეს, როგორი შეცდომაც იყო ქვეყანაში შემოპარვა და იმის იმედად ყოფნა, რომ ქუჩაში ასიათასობით ადამიანი გამოვიდოდა და ყველა ხელში ატაცებულს აიყვანდა თანამდებობაზე და ოლიმპოზე. ისევ ის შეცდომაა ახლა, როცა თავის თანაგუნდელებს აშანტაჟებს, რომ მათ შიმშილობით ან რაიმე აქციებით აიძულონ ხელისუფლება ან ვინმე, სააკაშვილი ციხიდან გამოვიდეს. სააკაშვილი სასჯელს მოიხდის”, – განაცხადა სუბარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები