შალვა პაპუაშვილი – „ნაცმოძრაობის“ საპროტესტო აქციაზე: ეს მათ საბოლოო მარგინალიზაციამდე მიიყვანს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა, რომელიც დღეს, 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე დაიწყება.

მისი შეფასებით, მსგავსი ქმედებები პარტიას საბოლოო მარგინალიზაციამდე მიიყვანს.

„ეს, საბოლოოდ, „ნაციონალურ მოძრაობას“ მიიყვანს საბოლოო მარგინალიზაციამდე. ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ეს არის რადიკალიზაციის პროცესი, რომელიც მოსახლეობისთვის აბსოლუტურად მიუღებელია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები