გიორგი ამილახვარი: ალასანია, რა წამსაც დაინახა, რომ მის მიმართაც არსებობს ობიექტური კანონიერი კითხვები, ქვეყნიდან გაიპარა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ამილახვარი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას საქართველოდან წასვლას გამოეხმაურა.

“რა წამსაც დაინახა, რომ მის მიმართაც არსებობს ობიექტური კანონიერი კითხვები, სწორედ იმ წამს, როგორც მისი ნათესავი – მიხეილ სააკაშვილი შემოიპარა, ის გაიპარა ქვეყნიდან, გაექცა ამ კითხვებს.

ეს ფაქტი თავად მეტყველებს, თუ როგორი შიში აქვთ ამ ადამიანებს კანონის წინაშე, ობიექტური მართლმსაჯულების წინაშე, ვინაიდან მათი ერთადერთი მოტივაცია ის არის, კანონის გვერდის ავლით, არეულობის მოწყობით, პროცესები შექმნან“, – აღნიშნა ამილახვარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები