ლავროვი: ცდილობენ, საქართველო, ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, ნატო-ში ძალით შეიყვანონ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსული სამხედრო ბაზები ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ფარავს მოკავშირეების საჭიროებებს მათი ე.წ. საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

„ხელმოწერილი ხელშეკრულებების შესაბამისად, იქ ჩვენი სამხედრო ბაზებია, რომლებიც საიმედოდ ფარავენ ჩვენი მოკავშირეების საჭიროებებს მათი საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – თქვა მან.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ინალ არძინბასა და დიმიტრი მედოევთან შეხვედრაზე “საქართველოს ნატო-ში შეყვანის საკითხი არ განიხილებოდა”.

„არ განვიხილეთ ჰიპოთეტური სცენარები, მათ შორის, ისეთები, რომლებიც ეხება საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ძალისმიერი შეყვანის მცდელობებს, მისი ხალხის უმეტესობის ნების საწინააღმდეგოდ“, – განუცხადა ლავროვმა ჟურნალისტებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები