იაგო ხვიჩია: ის რიცხვი, რაც “ნაცმოძრაობამ” არჩევნებში მიიღო, აძლევს უფლებას, ხალხს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდოს, მაგრამ ვერ ვხედავთ, რომ ხალხი ქუჩაში გამოდის

,,ის რიცხვი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნებში მიიღო, აძლევს უფლებას, რომ მოუწოდებდეს ხალხს ქუჩაში გამოსასვლელად, მაგრამ აქამდე ვერ ვხედავთ, რომ ხალხი ქუჩაში გამოდის”, – ამის შესახებ პარტია “გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ “ნაცმოძრაობის” მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციაზე საუბრისას განაცხადა.
​ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, ესპრეზიდენტ სააკაშვილს აქვს უფლება, რომ მოუწოდოს თავის მხარდამჭერებს, თუმცა, მისი ციხიდან დასახსნელად ეს საკმარისი არ არის.

“მგონი, მარტო მოწოდება არ არის საკმარისი. მას აქვს მოწოდების მორალური უფლება თავის 500 000-მდე ამომრჩეველზე, რათა შეცვალონ მდგომარეობა, რომ ის ციხეშია, მაგრამ აქამდეც იყო მსგავსი რაღაცები და ეს ხალხისთვის საკმარისი არ არის. ერთია არჩევნებში მიღებული ხმების რაოდენობა კონკრეტულ სიტუაციაში და მეორე, როდესაც ადამიანებს უნდათ რევოლუციურად ციხიდან გამოგიყვანონ და შენ ბედნიერად გააგრძელო მმართველობა“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები