შალვა პაპუაშვილი: “ნაცმოძრაობა” უნდა გამოვიდეს ალტერნატიული რეალობიდან, სადაც წლებია, იმყოფება
“შეთანხმება კი არ არის ის მიზანი, რაც უნდა გვქონდეს, არამედ ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა” გამოვიდეს ალტერნატიული რეალობიდან, სადაც წლებია, იმყოფებიან და ამყოფებენ საკუთარ მომხრეებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პოლარიზაცია ალტერნატიული რეალობის შექმნითაა განპირობებული.
“ჩემი აზრით, ეროვნული შეთანხმებაც არ არის სწორი ტერმინი, რაც გვაქვს, ეს არის პოლარიზაცია, რომელიც დიდწილად განპირობებულია ალტერნატიული რეალობის შექმნით, მათ შორის, მედიაში და საჭიროა, ალტერნატიული რეალობიდან გამოვიდეს “ნაციონალური მოძრაობა”, დაუბრუნდეს დემოკრატიის და კანონის უზენაესობის ჩარჩოებს. შეთანხმება კი არ არის ის მიზანი, რაც უნდა გვქონდეს ან არის ამ პროცესის, არამედ მიზანი არის ის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გამოვიდეს ალტერნატიული რეალობიდან, სადაც წლებია, იმყოფებიან და ამყოფებენ საკუთარი მედიის მეშვეობით საკუთარ მომხრეებს”, – განაცხადა პაპუაშვილმა.