ანა დოლიძე: პრეზიდენტის აზრია და მე ამ აზრს ვიზიარებ, რომ ეროვნული თანხმობა იყოს საზოგადოების ჩართულობით

“პრეზიდენტის აზრი არის და მე ამ აზრს ვიზიარებ, რომ ეროვნული თანხმობა იყოს საზოგადოების ჩართულობით და საზოგადოებასთან ერთად იქნებ გადავლახოთ ის დაპირისპირება, რომელიც ჩვენ, როგორც საზოგადოების წევრებს, ერთმანეთის მიმართ გვაქვს ძალიან ბევრი წელია”, – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის” ლიდერმა, ანა დოლიძემ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

დოლიძე ფიქრობს, რომ ეროვნული თანხმობის პროცესში, გარდა პოლიტიკოსებისა, კონსულტაციები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთანაც შედგება.

„როგორც ჩანს, აქ იქნება ბევრად მეტი ჯგუფის ჩართულობა, ვიდრე მხოლოდ პოლიტიკოსების. შესავალი თანხმობაში არის ამ პროცესის კონტურების გამოკვეთა სწორედ პოლიტიკოსებთან იმიტომ, რომ ისინი სხვადასხვა ჯგუფს წარმოადგენენ, მაგრამ როგორც ჩანს, აქ იქნება კონსულტაციები საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან, პროფესიულ ჯგუფებთან, მათ შორის, ეროვნული შეთანხმების მიზნით. ეროვნულ შეთანხმებაში რომელი პერიოდი იგულისხმება ეს ჩემთვის ამ ეტაპზე ცნობილი არ არის, მაგრამ ფაქტია, რომ იგულისხმება იმ დაყოფის გადალახვა, როგორი დაყოფაც ჩვენს საზოგადოებაში არის ძალიან დიდი ხანია. პრეზიდენტის აზრი არის და მე ამ აზრს ვიზიარებ, რომ ეროვნული თანხმობა იყოს საზოგადოების ჩართულობით და საზოგადოებასთან ერთად იქნებ გადავლახოთ ის წუხილები, ის დაპირისპირება, ბრაზი, რომელიც ჩვენ, როგორც საზოგადოების წევრებს, ერთმანეთის მიმართ გვაქვს ძალიან ბევრი წელია. მოდით, ვთქვათ სიმართლე, „ქართული ოცნება” ჩვენს ქვეყანას მართავს ბრაზის და სიძულვილის მეშვეობით იქიდან გამომდინარე, რომ რაღაც უკმაყოფილებები ქვეყანაში არსებობს. იმის მაგივრად, რომ ეს გადალახოს, ამას პოლიტიკურად იყენებს ხელისუფლება”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები