დავით სერგეენკო გაერო-ს ბავშვთა ფონდის ცენტრალური აზიისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული დირექტორის მოადგილეს, ფილიპ კორის შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, დავით სერგეენკო საქართველოში ვიზიტით მყოფ, გაერო-ს ბავშვთა ფონდის (იუნისეფ-ის) ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული დირექტორის მოადგილეს, ფილიპ კორის შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში ბავშვთა უფლებების დაცვის კუთხით არსებულ საკანონმდებლო რეგულაციებსა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე.

„იუნისეფ-ის ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული დირექტორის მოადგილის ჩვენს ქვეყანაში ვიზიტი ბევრი რამით არის მნიშვნელოვანი. საქართველოში იუნისეფის შესანიშნავი გუნდი საქმიანობს, თუმცა, ბატონი ფილიპ კორის ჩამოსვლა არის იმ წარმატებების ხაზგასმა, რომელიც ჩვენს საკანომდებლო სივრცეში „ბავშვის უფლებათა კოდექსის” მიღებით შეიქმნა. ვფიქრობ, რომ მისი ვიზიტი ახალ შესაძლებლობებს მოგვცემს ამ თანამშრომლობის განვითარებისთვის”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით სერგეენკომ.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე  – მიხეილ სარჯველაძე და გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში – ღასან ხალილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები